ახალი ამბები

აშშ სანქციებს დაუწესებს 500-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს

23 თებერვალი, 2024 • 1437
აშშ სანქციებს დაუწესებს 500-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს

აშშ სანქციებს დაუწესებს 500-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ამბობს „როიტერსთან“ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე უოლი ადეიემო.

მისი თქმით, აშშ-ის სანქციებს სხვა ქვეყნებიც შუერთდებიან, სამიზნე კი რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი და მესამე ქვეყნებში მოქმედი ის კომპანიები იქნება, რომლებიც მოსკოვს სანქცირებულ პროდუქციას აწვდიან.

სანქციების ახალი პაკეტი დაკავშირებულია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლისთავთან და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვასთან.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯებს [სანქციების დაწესებას] მხოლოდ აშშ არ დგამს. [..] სანქციები და ექსპორტის კონტროლი მიზნად ისახავს რუსეთის შენელებას, რათა  გაურთულოს უკრაინაში ომი“, – ხაზს უსვამს ადეიემო.

სანქცირებული პირების სია ვაშინგტონმა დღეს, 23 თებერვალს უნდა გამოაქვეყნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი