ახალი ამბები

ლევან ფანცულაიამ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონს მაგნუს კარლსენს მოუგო [ვიდეო]

27 დეკემბერი, 2016 • 2495
ლევან ფანცულაიამ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონს მაგნუს კარლსენს მოუგო [ვიდეო]

მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე რაპიდსა და ბლიცში, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს, საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ სწრაფი ჭადრაკის მეორე ტურში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს მოუგო.

მაგნუს კარლსენი მიმდინარე ტურნირის მონაწილეთა შორის რეიტინგში პირველ ნომრად არის წარდგენილი და მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, ხოლო ლევან ფანცულაია მსოფლიო ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგში 56-ე ნომერია.

ლევან ფანცულაიას ხუთი ტურის შემდეგ ოთხი ქულა აქვს და ექვს მოჭადრაკესთან ერთად მეოთხე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ფანცულაია რუს იან ნეპომნიაშცის დაუზავდა, ხოლო მომდევნო ტურებში ნეპომნიაშცის თანამემამულეებიდან დმიტრი იაკოვენკოსა და ევგენი ტომაშევსკის მოუგო,  ვლადისლავ არტემეევთან შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა.

ლევან ფანცულაია მაგნუს კარლსენის წინააღმდეგ, ჭადრაკი. ფოტო: qatarmastersopen.com

ლევან ფანცულაია მაგნუს კარლსენის წინააღმდეგ, ჭადრაკი. ფოტო: qatarmastersopen.com

მასალების გადაბეჭდვის წესი