ახალი ამბები

ახალი ტელემაუწყებელი, სადაც ვლადიმერ ბედუკაძე გადაცემის წაყვანას გეგმავს

26 დეკემბერი, 2016 • 3140
ახალი ტელემაუწყებელი, სადაც ვლადიმერ ბედუკაძე გადაცემის წაყვანას გეგმავს

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ შპს “თბილისი 24″–ს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გაატარა. აღნიშნულ ტელეარხზე გადაცემის წაყვნას აპირებს ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალების გამავრცელებელი და თავის დროზე პატიმრების წამებაში ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე.

“თბილისი 24”-ის დირექტორი და 50%–იანი წილის მფლობელი გოჩა ნაჭყებიაა, ხოლო დანარჩენ 50%–ს მაია შაიშმელაშვილი ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გოჩა ნაჭყებია ვლადიმერ ბედუკაძესთან ერთად “საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრისა” და “თავისუფალი სამოქალაქო საზოგადეობის” გამგეობების წევრია. ბედუკაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ცენტრისტების” ეგიდით აპირებდა კენჭიყრას, რომელიც ღიად ეწეოდა პრორუსულ პროპაგანდას.

გოჩა ნაჭყებიას თქმით, ვლადიმერ ბედუკაძისგან აქვს შეთავაზება, რომ “5-წუთიანი გადაცემა” წაიყვანოს, თუმცა ეს არ იქნება ტოკშოუ. ნაჭყებიას თქმით, საეთერო ბადეს ახლა ამზადებენ და მასში არაა გათვალისწინებული ტოკშოუები. იგი ამბობს, რომ ვლადიმერ ბედუკაძესთან კარგი მეგობრობა აკავშირებს, თუმცა იგი ტელევიზიის საქმიანობაში ჩართული არ არის.

ნაჭყებია გეგმავს, რომ ტელევიზია 31 დეკებრიდან გავიდეს ეთერში, 6 საათის განმავლობაში – 19:00 საათიდან 01:00 საათამდე იმაუწყებლოს. ტელევიზიას ექნება საინფორმაციო გამოშვებები. რაც შეეხება პრორუსულ ორიენტაციას, ნაჭყებია ამბობს, რომ მისი ტელევიზია არავის მიმართ იქნება მიკერძოებული.

ნაჭყებია ამბობს, რომ იგი მედიასაშუალებებს შესთავაზებს თითო საათის დათმობას კვირაში და მათ შეეეძლებათ თავიანთი ახალი ამბების გაშვება. ხოლო რაც შეეხება მის მიერ წამრმოებულ ახალ ამბებს, მისი თქმით, ისინი არ იქნება პრორუსული ან პროდასავლური.

ნაჭყებია ამბობს, რომ თავისი ფინანასებით აწყობს ახალ ტელევიზიას და სპონსორი არ ჰყავს, ხოლო რაც შეეხება ტელევიზიის დაფუძნების მიზანს, ასე პასუხობს:

“მედია როცა ვითარდება, სააგენტოდან ტელეეთერში ვცადეთ გასვლა და ამაში ცუდი არაფერი არაა”, – ამბობს გოჩა ნაჭებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი