ახალი ამბები

სამგორის ოლქის # 7 და # 9 უბნების წევრები ერთმანეთთან შედიან

1 ოქტომბერი, 2012 • 977
სამგორის ოლქის # 7 და # 9 უბნების წევრები ერთმანეთთან შედიან

07: 30 სამგორის ოლქის #7 და #9 საარჩევნო უბნების წევრები, უბნის გახსნამდე ორივე უბანზე თავისუფლად გადაადგილდებიან.

 

#7 უბანზე ამ დროისთვის 10-ზე მეტი დამკვირვებელი იმყოფება, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არცერთი დაინტერესებულა. 

 

რაც შეეხება დამკვირვებლებს ისინი წარმოადგენენ შემდეგ ორგანიზაციებს: ლტოლვილთა და უმცირესობათა პრობლემების ინსტიტუტი, დემოკრატიისა და ბიზნესის გავითარების ინსტიტუტი, ქალი და არჩევანი, სამოქალაქო ინსტიტუტი და სამოქალაქო არჩევანი, დემოკრატიის ქსელი, ახალი თაობა ახალი ინიციატივა, კონსტიტუციის დაცვის კავშირი და თავისუფალი გავითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია. 

 

გარდა ამისა, უბნებს ერთმანეთისგან გარე კარის გარდა, ფარდა ჰყოფს, შესაბამისად, #7 საარჩევნო უბანში ხმაური ხელს უშლის მუშაობის პროცესს. 

 

უბნის გახსნიდანვე მაგიდების განლაგების გამო კოალიცია “ქართული ოცნების” დამკვირვებელს პრეტენზია გაუჩნდა. მისი განმარტებით, მაგიდები იმდენად ახლოს დგას ფანჯრის რაფებთან, დამკვირვებელი მათ უკან ვერ გაივლის, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. მისი თხოვნა გარკვეული დროის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ გაითვალისწინა. 

 

ამ დროისთვის, კომისიის წევრებს შორის წილისყრა დასრულებულია. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი