ახალი ამბები

‘ნაციონალური მოძრაობის’ ხმაურიანი მსვლელობა

29 სექტემბერი, 2012 • • 1230
‘ნაციონალური მოძრაობის’ ხმაურიანი მსვლელობა

დაახლოებით 50 ავტომობილი საყვირის თანხლებით, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა ჯერ აღმაშენებლის გამზირზე, მოგვიანებით კი ისინი თამარ მეფის გამზირზეც გამოჩნდნენ. 

ავტომობილებში მსხდომ ახალგაზრდები აფრიალებდნენ საქართველოს დროშებს და წარწერებს “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომრით 5.

“ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო კოლონამ მაღალი სიჩქარით ჩაიარა თამარ მეფის გამზირზე მაშინ, როცა შუქნიშანი წითელს უჩევენებდა და სხვა ავტომობილები მწვანე შუქის ანთებას ელოდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება, რის გამოც პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო ვადა დღეს, 12 საათზე ეწურებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი