ახალი ამბები

სასამართლოში პანორამა თბილისის საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით არის გადადებული

13 დეკემბერი, 2016 • 1792
სასამართლოში პანორამა თბილისის საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით არის გადადებული

მეორე თვეა, თბილისის საქალაქო სასმართლოში პანორამა თბილისის მშენებლობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა გაურკვეველი ვადით არის გადადებული – ამის შესახებ მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას.

ისინი სასამართლოს მოუწოდებენ, დროში გაჭიანურების გარეშე ჩანიშნოს სასამართლო სხდომა, საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს ეფექტურად, კანონით დადგენილ ვადებში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოში სარჩელი 2016 წლის ივლისში წარადგინეს.

სარჩელი მიმართულია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებისაკენ, რომელმაც შესაძლებელი გახადა თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში პანორამა თბილისისთვის ფართო მასშტაბის მშენებლობის ნებართვის გაცემა.

“მეორე თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით სხდომის სავარაუდო თარიღის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოსარჩელეთათვის მიწოდების გარეშე. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქმისწარმოების ასეთი ფორმით გაჭიანურება არ ემსახურება მართლმსაჯულებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ინტერესებს, გარდა ამისა, საქმის პოლიტიკური სენსიტიურობა და მის მიმართ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოს  პასუხისმგებლობას გაჭიანურების გარეშე, დროულად და ეფექტურად განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება,”- აცხადებენ არასამთავრობოები.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

ინიციატივა საჯარო სივრცისათვის

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო

მწვანე ალტერნატივა

მწვანე მუშტის აქტივისტები

პარტიზანული მებაღეობა თბილისის აქტივისტები

თბილისის ჰამქარის აქტივისტები

მასალების გადაბეჭდვის წესი