ახალი ამბები

წითელ ნუსხაში შეყვანილ სახეობაზე ე.წ. “პროჟექტორით” ნადირობის გამო ბრაკონიერები დააკავეს

10 დეკემბერი, 2016 • 3971
წითელ ნუსხაში შეყვანილ სახეობაზე ე.წ. “პროჟექტორით”  ნადირობის გამო ბრაკონიერები დააკავეს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფრომაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის  რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის  ფაქტი გამოავლინეს.  კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამართალდამღვევები  ე.წ.“პროჟექტორის” გამოყენებით წითელ ნუსხაში შეყვანილ სახეობაზე ნადირობდნენ.

ბრაკონიერებმა 1 კურდღელი და საქართველოს წითელი ნუსხაში შეყვანილი  16 სარსარაკი მოკლეს. ფრინველის ეს სახეობა,  საერთაშორისო კონვენციების თანახმად, საერთაშორისო წითელ წიგნშიცაა შეყვანილი და მისი მოპოვება აკრძალულია.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოზე მიყენებყლმა ზიანმა 24 000 ლარი შეადგინა. ბრაკონიერებს ჩამოერთვათ და დაილუქა იარაღები. შედგა ადმინისტრაციული ოქმები. ვინაიდან მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირებისთვის საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

შსს მომხდარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით მუხლით იძიებს, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი