ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტო Yandex ტაქსის საქმიანობას შეისწავლის

9 დეკემბერი, 2016 • 1958
კონკურენციის სააგენტო Yandex ტაქსის საქმიანობას შეისწავლის

საქართველოს კონკურენციის სააგენტო ტაქსების კომპანიების საჩივრის საფუძველზე “იანდექს ტაქსის” საქმიანობას შეისწავლის.

საჩივრის თანახმად, “იანდექსი” მომხმარებლებს საბაზრო ფასზე იაფად ემსახურება და არღვევს კონკურენციის პირობებს. ნოდარ ხადურის განცხადებით, სააგენტო შეისწავლის საკითხს და კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასწარი სამუშაოები. ჩვენ დავუკავშირდით ჩვენი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის სომხეთის შესაბამის სამსახურებს და შევისწავლით ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც დღეს გააჩნია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს,” – აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური.

რუსული კომპანია საქართველოში 2016 წლის აგვისტოდან გამოჩნდა. თავდაპირველად, “იანდექსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო დატანილი და, შესაბამისად, კომპანია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს” არღვევდა. მოგვიანებით, რუკა შეიცვალა.

“იანდექს ტაქსის” გამოჩენამ თბილისის საზოგადოებაში ნეგატიური რეაქციები გამოიწვია და სოციალურ ქსელებში აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ აქციაც დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი