ახალი ამბები

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფნა ერთი წლით გახანგრძლივდა

14 სექტემბერი, 2012 • 1147
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფნა ერთი წლით გახანგრძლივდა

ევროკომისარ ქეთრინ ეშტონის  განცხადებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, გასული 4 წლის მუშაობისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშვიდობისთის და სტაბილურობისთვის საქართველოში და რეგიონში:

 

“მივესალმები მანდატის გაგრძელებას, რომელის მეშვეობითაც მისიას საშუალება ექნება გააგრძელოს მუშაობა, რათა კონფლიქტით დაზარალებული თემისთვის ყოველდღიური ცხოვრება გაუმჯობესდეს.”

 

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილემ  უნდა გააგრძელოს ძალისხმევა მშვიდობიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთი ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნტიანი გეგმის ხელმოწერით აიღო. 

 

ინციდენტის, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები არის მნიშვნელოვანი გზა იმ საკითხებისთვის, რომელიც იმოქმედებს უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მონაწილეს განაახლონ  თავიანთი მუშაობა გალისა და ზუგდიდის ინციდენტის, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. 

 

ევროკავშირის მონიტორინგის მისია არის ავტონომიური და მისია, რომელსაც ევროკავშირი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP)  ფარგლებში ხელმძღვანელობს.  მისიის მიზანია, საქართველოსა და რეგიონში სტაბილურობას ხელი შეუწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი