ახალი ამბები

თხილის ფალსიფიკაციისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

29 ნოემბერი, 2016 • 3935
თხილის ფალსიფიკაციისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვის და გადაზიდვის პროცესში, დამზადებულ თხილის პროდუქციას შეურია შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწის თხილი, რითაც პროდუქციას შეუცვალა თვისობრიობა, შემდგომში კი დაბალხარისხიანი თხილის ექსპორტი განახორციელა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა, როგორც შპს “გლობალ თრეიდის” დირექტორმა, დაამზადა და გამოიყენა 65 ერთეული ყალბი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი) იმის შესახებ, რომ შეისყიდა 1 911 356 ლარის ღირებულების თხილი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი