ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით სატყეო სააგენტოს 2 თანამშრომელი დააკავეს

16 მაისი, 2023 • 1363
ქრთამის აღების ბრალდებით სატყეო სააგენტოს 2 თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი