ახალი ამბებისამართალი

მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11 ნოემბერი, 2016 • 1351
მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს ინფორმაციით, დღეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს.

“1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.”

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან მეორე დღეს რუსთავში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი