ახალი ამბები

იან კელი: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას არ ველოდებით

7 ნოემბერი, 2016 • 1441
იან კელი: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას არ ველოდებით

საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი აცხადებს, რომ 8 ნოემბერს აშშ-ში გამართული არჩევნების შედეგი საგარეო კურსზე გავლენას არ მოახდენს.

ამის შესახებ იან კელიმ თბილისში, სასტუმრო ბილტორში, თავდაცვის სამინისტროს რეფორმის პრეზენტაციის დასრულენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“ამერიკასთან დაკავშირებით ძალიან კარგი არის ის, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით არ იცვლება შეხედულება, შესაბამისად, საგარეო პოლიტიკა მათთვის არის იგივე. ჩვენ ვხედავთ და ვიცით ის გამოწვევები, რაც საქართველოს აქვს რუსეთიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ კუთხით საგარეო პოლიტიკის გდახედვა არ მოხდება. ჩვენ ყველანი ძალიან ველოდებით 9 ნოემბერს და არჩევნების შედეგებს და პოლიტიკური კამპანიის დასრულებას, რომელიც, ვიტყოდი, რომ საკმაოდ რთული იყო. თუმცა, როგორც აღვნიშნე, რაიმე ცვლილებებს საგარეო პოლიტიკის კუთხით არ ველოდებით,”- განაცხადა მან.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება. ამ დროისათვის, BBC-ის გამოთვლებით, კანდიდატებს შორის სხვაობა დაახლოებით 1%-ია. BBC-იმ 5 ამერიკული მედიაორგანიზაციის ეგზითპოლების საშუალო მაჩვენებელი გამოთვალა, რომლის თანახმადაც, კლინტონს ხმათა 45%, ხოლო ტრამპს 44% აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი