ახალი ამბები

„როგორც ნოე ჟორდანიამ თქვა…“ – იან კელი საქართველოს სტატუსს ულოცავს

15 დეკემბერი, 2023 • 1278
„როგორც ნოე ჟორდანიამ თქვა…“ – იან კელი საქართველოს სტატუსს ულოცავს

აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილი დიპლომატი პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიასაც ციტირებს.

„როგორც ნოე ჟორდანიამ თქვა, საქართველოს მომავალი განუყოფლადაა დაკავშირებული დასავლეთთან და ამ კავშირს ვერც ერთი ძალა ვერ გატეხავს. გილოცავთ!“, – წერს იგი.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი