ახალი ამბები

ბურჯანაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

9 აგვისტო, 2012 • 1201
ბურჯანაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

“დემოკრატიული მოძრაობა”  ანგარიშს უწევს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას. ჩვენ ამ ეტაპზე უარს ვამბობთ, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა ხელი არ შევუწყოთ, ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთისათვის ხმების წართმევას,” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერემა ნინო ბურჯანაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ერთიანი ოპოზიციური ფლანგის შექმნა ვერ მოხერხდა, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს, იქნება “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებას. 

პარტიის ლიდერმა, ასევე მოუწოდა საზოგადოებას აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა პირველი ოქტომბრის არჩევნებში და მხარი დაუჭირონ რეალურ ოპოზიციას. 

დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადებას და უცხოელ დამკვირვებლებს მიმართა, რომ მათი შეფასებები იყოს დროული და ოპერატიული. 

პარტიის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს, 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის”  2008 წლის 23 ნოემბერს დაფუძნდა.

2009 წლის აპრილსა და მაისში მოძრაობა, სხვა პოლიტიკურ პარტებთან ერთად, იყო ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებს და მასში მონაწილეობა არ მიუღია. 2011 წლის 26 მაისს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის მიერ ორგანიზებული აქცია ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, მთავრობამ ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები. 

ნინო ბურჯანაძე მაისის აქციებზე
ნინო ბურჯანაძე მაისის აქციებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი