ახალი ამბები |

ხიზანიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო მოედანზე ერთი ადამიანი დაიღუპა

20 ოქტომბერი, 2016 | | 1825
ხიზანიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო მოედანზე ერთი ადამიანი დაიღუპა

დღეს, 20 ოქტომბერს, ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე შმენებლობის დროს მუშა დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

შსს-ს ცნობით, მუშა სიმაღლიდან არ გადმოვარდნილა, მან სხვა ტიპის დაზიანება მიღო. იგი ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამშენებლო სამუშაოების დროს მუშა იღუპება. გუშინ, 19 ოქტომბერს, ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე 26 წლის მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მრავლობითი დაზიანებებით გარდაიცვალა.

2016 წლის არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,  სამუშაო ადგილას 10 ადამიანი დაიღუპა. 2011-2015 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილას 212 მშრომელი დაიღუპა, 691 კი დაშავდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას შრომითი ინსპექციის ეფექტური მექანიზმის შექმნისკენ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს ქვეყანა 2017 წელს მიიღებს.

ამავე თემაზე: შრომითი უფლებები ჰაერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი