ახალი ამბები

დასაქმებულთა უფლებები კვლავ ირღვევა – პეტრიაშვილი

1 მაისი, 2020 • 2177
დასაქმებულთა უფლებები კვლავ ირღვევა – პეტრიაშვილი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებები კვლავ არ არის დაცული და ეს კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად კიდევ უფრო გამოიკვეთა. ამის შესახებ პეტრიალშვილმა 1 მაისთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“8- საათიანი სამუშაო დრო, ადეკვატური საარსებო მინიმუმი და მისი ტოლფასი მინიმალური ხელფასი – ამ ყველაფერს მოკლებული არიან დასაქმებული ადამიანები. უმუშევრობის შემწეობის არარსებობა, შრომის წიგნაკების გაუქმება – დღეს იდენტიფიცირებაც არ შეუძლია სახელმწიფოს, ვინ იყო დასაქმებული და ვინ არა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში.

სოლიდარული საპენსიო ფონდის არარსებობა და პროგრესული გადასახადების იგნორირება, სოციალური დაზღვევის სისტემის ნგრევა, საბაზრო ფუნდამენტალიზმი, პირველადი, საციცოცხლოდ აუცილებელი სექტორების პრივატიზება და მათ შორის, სამედიცინო სექტორისა. სახელმწიფო, ფაქტობრივად, პროვატიზირებული სამედიცინო სექტორის ტყვეობაში ჩავარდა. თითოეული ეს სიმახინჯე გახლავთ შრომის ბაზრის დაინფიცირებული ღამურა”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა კრიზისიდან გამოსვლისთვის საჭირო მობილიზებული თანხების გადანაწილებაში. ასევე შესამუშავებელია მექანიზმები იმისთვის, რომ პანდემიის დროს უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეების მოძიება მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით, და გეგმა, რომლის შედეგადაც ქვეყანა პანდემიის შემდგომი კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს.

მსოფლიოში 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი