ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენს რამდენიმე კანდიდატს კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ ფული შესთავაზეს

28 სექტემბერი, 2016 • 1069
სააკაშვილი: ჩვენს რამდენიმე კანდიდატს კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ ფული შესთავაზეს

“რომელ არეულობაზე და გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი. ჯერ ერთი, აქ სერიოზული საქმით ვართ დაკავებული და არა რაღაც კონსპირაციებით. ჩემი ცოლი, შვილი გაუშვი საქართველოში და კენჭს იყრის სანდრა არჩევნებზე”, – ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

“მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გამოაჩინა თავისუფალი ზონის “დავერბოვკებული” წევრი, რომელმაც თქვა, ოთხი დღის წინ სააკაშვილს შევხვდიო, თუმცა არ შემხვედრია და ვერც შემხვდებოდა, ამის მეორე დღეს გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია საუბრის ისეთი შემადგენლობით, რომელიც არასდროს შეკრებილა ერთად, რა თქმა უნდა, ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან და სატელეფონო გადაჭერებიდან ნებისმიერი საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის.

ვერც 40-მილიონიანი ფილმი, ვერც ჩანაწერები და სხვა ვირტუალური ხრიკები ვერ ჩაანაცვლებს იმ რეალობას, რომ ხალხს უჭირს და მათ სურთ ცვლილება. ჩვენ 2012-ში მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, არც ერთხელ ამ 4 წლის განმავლობაში არც გალიები დაგვიდგამს, არც კარვები და არც დესტაბილიზაცია გვიცდია. განსხვავებით ჩვენი მთავრობისგან, რომელსაც ყველა მხრიდან საბოტაჟს უწყობდნენ და მაინც ამდენი შევძელით, ამათ სრული ხელშეწყობა ჰქონდათ და კი ხედავთ შედეგებს. ივანიშვილი ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს გამოაცხობს, უკვე რამდენიმე ჩვენს კანდიდატს შესთავაზეს ფული კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი ვეღარ იხსნის მას გარდაუვალი მარცხისგან”, – ამბობს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი