ახალი ამბები

შსს: შენობა, სადაც პოლიციის განყოფილება უნდა განთავსდეს, ოზურგეთში დააზიანეს

26 სექტემბერი, 2016 • 2271
შსს: შენობა, სადაც პოლიციის განყოფილება უნდა განთავსდეს, ოზურგეთში დააზიანეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მდებარე შენობა, სადაც პოლიციის განყოფილება უნდა განთავსდეს, დააზიანეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს, არ ფუნქციონირებს და მომავალში იქ პოლიციის განყოფილება უნდა განთავსდეს. უწყების ცნობითვე, დაზიანებულია ფანჯრის მინა, რომელიც ჩაამტვრიეს, ასევე დაზიანებულია ბილბორდი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს პრესამსახურის ცნობით, მხილებულია ორი პირი, რომლებიც ჩადენილს აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი