ახალი ამბები

კვირიკაშვილი: არჩევნების კარგი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით მედიაცენტრი შეიქმნება

7 სექტემბერი, 2016 • 1377
კვირიკაშვილი: არჩევნების კარგი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით მედიაცენტრი შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 7 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების პერიოდის კარგი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში საერთაშორისო მედიაცენტრი შეიქმნება.

პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის უმნიშვენლოვანესი ამოცანა გამჭვირვალე, ევორპული სტანდარტის არჩევნების ჩატარებაა და უმნიშვნელოვანესია, წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში მედიას მიეცეს კომფორტულად მუშაობის საშუალება.

„უმნიშვნელოვანესია, … კარგად გაშუქდეს წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნები. ჩვენი სურვილია, ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ მაქსიმალურად კარგი პირობები იმისთვის, რათა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუშაონ საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მედიაცენტრის საკითხის ორგანიზება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს სთხოვა.

საქართველოში საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი