ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ამბოხებულები სამართალდამცავებს ჩაბარდნენ

1 აგვისტო, 2016 • 1515
ერევანში ამბოხებულები  სამართალდამცავებს ჩაბარდნენ

ამბოხებულები, რომელთაც სომხეთის დედაქალაქში 17 ივლისიდან პოლიციის ერთ-ერთი შენობა ჰქონდათ დაკავებული, სპეცსამსახურებს ჩაბარდნენ.

ამბოხებულთა წევრის, სომხეთის ყოფილი დეპუტატის, ალბერტ ბაგდასარიანის განცხადებით, ეს ნაბიჯი სისხლისღვრის ასაცილებლად გადადგეს. ამავე პოლიტიკური მოძრაობის წევრი ვარუჟან ავეტისიანი, რომელიც ასევე ჩაბარდა პოლიციას, ამბობს, რომ ხალხმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს და არ დაუშავას სომხეთის გუბერნიად გადაქცევა:

“ამ ეტაპზე ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ და ციხიდანაც განვაგრძნობთ ბრძოლას”.

ამ დროსითვის ყველა ამბოხებული დაკავებულია, სამი ჰოსპიტალიზებული.

ამბოხებულთა დაკავების შემდეგ საპროსტესტო მსვლელობა გამართეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა ერევანში.

2016 წლის 17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები პოლიტიკური მოძრაობიდან “დამფუძნებელი პარლამენტი” ერევანში ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ბოლო დროს დაკავებული კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება სურთ. მათ მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი კი დაიჭრა. 17 ივლისის შემდეგ პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერთა აქციებიც დაიწყო. ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომაც იყო. 20 ივლისს პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან. მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს. მაშინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის, 25 პოლიციელი. 29 ივლისს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა და დემონსტრანტები დაშალა და 165 ადამიანი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი