ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო თურქეთის ხელისუფლებას გვერდში უნდა დაუდგეს [ვიდეო]

16 ივლისი, 2016 • 1112
სააკაშვილი: საქართველო თურქეთის ხელისუფლებას გვერდში უნდა დაუდგეს [ვიდეო]

ოდესის ოლქის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის კონსტიტუციურად არჩეულ ხელისუფლებას გვერდში უნდა დაუდგეს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა:

“როგორც მინიმუმ, დაუკავშირდნენ თურქეთის ხელისუფლებას, დააკორდინირონ ერთობლივი განცხადებები, აღმოუჩინონ საინფორმაციო და ლოჯისტიკური მხარდაჭერა, გვერდში დაუდგნენ თურქეთის კონსტიტუციურად არჩეულ ხელისუფლებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  არეულობა არ მოხდეს, არ მოხდეს რაღაც სახის სამხედრო გადატრიალება, უბედურება და სისხლისღვრა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ერდოღანმა ქუჩაში ხალხი უნდა შეინარჩუნოს:

“თუ ხვალ დილას ერდოღანი ხალხს შეინარჩუნებ ქუჩაში, ის შეინარჩუნებს სიმშვიდეს. თუმცა არის სროლის საფრთხე, არის ძალადობის საფრთხე. ჩვენთვის უკიდურესად საშიში და ცუდი სიტუაციაა. პუტინის ინტერესებშია, პუტინმა თქვა, ერდოღანი ალაჰმა დასაჯა და ტვინი ამოაცალაო. პუტინმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ერდოღანისთვის ძირი გამოეთხარა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი