ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ახალი საარჩევნო სახეები

13 ივლისი, 2016 • 4146
“ქართული ოცნების” ახალი საარჩევნო სახეები

დღეს, 13 ივლისს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პარტიის ახალი საარჩევნო სახეები წარადგინა.

“დღევანდელი თავშეყრით საგურამოში, აქ, სადაც ილიას უკვდავი სული ტრიალებს, გვინდა საკუთარ თავს და ქართველ ხალხს დავუდასტიროთ, რომ დიდი ილიას გზის, მისი ღირებულებების ერთგული ვიქნებით და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა დღეს 15 ახალი კანდიდატი წარადგინა, მათ შორის 8 ქალია. ეს კანდიდატები არიან:

თამარ ჩუგოშვილითამარ ჩუგოშვილი – იურისტი, 2010-12 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2012 წლიდან ჩუგოშვილი დაინიშნა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ, სადაც მუშაობდა 2014 წლის დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ უცხოეთში გაემგზავრა სასწავლებლად, საიდანაც დაბრუნდა და ამჯერად “ქართული ოცნების” ერთ-ერთი საარჩევნო კანდიდატი იქნება. ჩუგოშვილი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის  მაგისტრის ხარისხის მფლობელი.

 


გიორგი გახაიაგიორგი გახარია – ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, აქვს ბიზნესის მართვის  და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. არის ბიზნესომბუდსმენი.


 


სოფო ჯაფარიძესოფო ჯაფარიძე
– 2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობს
ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ. სოფო ჯაფარიძე მანამდე მუშაობდა ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მენეჯერად, ასევე, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილედ. იგი პროფესიის სამართალმცოდნეა და გაერთიანებული სამეფოს ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრია.

 


თამარ ხულორდავა

თამარ ხულორდავა – 2015 წლის სექტმებრიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილეა. მანამდე თამარ ხულორდავა იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერი და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და კანონის უზენაესობის სფეროში ევროკავშირის პროექტებს კურირებდა. თამარ ხულორდავა პროფესიით იურისტია. მას დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ასევე, განათლება მიღებული აქვს შვედეთსა და გერმანიაში.

 


 

სოფო კილაძესოფო კილაძე – 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერ იყო  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი, შსს აკადემიის პრორექტორი; 2016 წლის მაისიდან არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი. პროფესიით იურისტია, 2003-2011 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2008-2011 წლებში მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე.


 

ირინა ფრუიძეირინა ფრუიძე -პროფესიით ფსიქოლოგი და ექიმია. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, “ახალი მემარჯვენეების” ყოფილი წევრი, ინტელექტუალური თამაშების – “რა, სად, როდის” წევრი; 2016 წლის მაისიდან არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი.

 

 


 

მარიამ ჯაში

მარიამ ჯაში

მარიამ ჯაში – საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. მანამდე, 2012-14 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 2010-11 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში. არის ედუარდ მეისონის პროგრამის კურსდამთავრებული. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე.


 

რომან კაკულიარომან კაკულია – 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ამჟამად არის  ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, მანამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. პროფესიით ეკონომისტია. 2016 წლის მაისიდან არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი.


 

არჩილ თალაკვაძეარჩილ თალაკვაძე – 2014 წლის დეკემბრიდან არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. მანამდე, 2012-14 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; 2011-2012 წწლებში –  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორის მოადგილე. 2008-11 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა.


მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – 2016 წლის მაისიდან არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, პროფესიით იურისტია. 2005 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2014 წლის ნოემბრიდან არის „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ პრეზიდენტი.

 

 


 

ირაკლი კობახიძეირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანია; იგი პროფესიით იურისტია.2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიუსელდორფის უნივერსიტეტში. ნამუშევარი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სხვადასხვა პროექტებში.

 

 


 

კახა კუჭავაკახა კუჭავასამართალმცოდნეა, არის ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლი მაგისტრი. ბოლო 5 წელი მოღვაწეობს კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით, მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით.ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული არის კომპანია Caucasus Minerals-ის დამფუძნებელი


 

IMG_0443აკაკი ზოიძე – ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ნამუშევარი აქვს სახელმწიფო კანცელარიაში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში. აკაკი ზოიძე არის კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. ასწავლის ჯანდაცვის სისტემებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში როგორც   მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროგაერთიანების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ექსპერტს.


ნინო გოგუაძე

ნინო გოგუაძე – საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ექვსი წლის მანძილზე იყო ცესკოს წევრი, თბილისის საკრებულო ქართულო ოცნება – კონსერვატორების თავმჯდომარე

 

 

 

 


 

სოფიო ქაცარავა

სოფიო ქაცარავა – უცხო ენების სპეციალისტი, იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, ამავე საელჩოს პრესასთან ურთიერთობის მენეჯერი, მანამდე მუშაობდა WWF-ში

მასალების გადაბეჭდვის წესი