ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზნაურის მოსახლეობის მიმართვა თიბილოვს, გააუქმოს შიდა საკონტროლო გამშვები პუნქტები

10 ივლისი, 2016 • 1637
ზნაურის მოსახლეობის მიმართვა თიბილოვს, გააუქმოს შიდა საკონტროლო გამშვები პუნქტები

“ჩვენ, ზნაურის რაიონის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა დაჟინებული თხოვნით მოგმართავთ, მოაშოროთ საკონტროლო გამშვები პუნქტები ე.წ. სასაზღვრო ზონაში, რომლებიც ჩვენს სოფლებში შემოსასვლელად არის დადგმული”, – ასე იწყება მიმართვის წერილი, რომლის ადრესატი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბილიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვია.

წერილში, რომელსაც ამ ეტაპზე ზნაურის რაიონის რამდენიმე ასეული მოსახლე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტები, რომლებიც 2015 წლის ნოემბრის დადგენილებით, ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზევე, საზღვრისპირა სოფლებში შესასვლელად გაკეთდა, არღვევს მათ კონსტიტუციურ უფლებებს და ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 24-ე მუხლს: ყველა, ვინც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფება, აქვთ თავისუფალი გადაადგილების უფლება მის ტერიტორიაზე.

“აღნიშული რეჟიმი წყვეტს ამ სოფლების მოსახლეობას დანარჩენი ქვეყნისგან, ცხინვალისგან. გარდა ამისა, ის დამატებით ფსიქოლოგიურ ემოციურ პრობლემებს ქმნის ადამიანებისთვის, როდესაც, მაგალითად, მოხუცი მშობლების სანახავად მათ ე.წ. საშვის აღება უწევთ. ასეთი შეურაცხმყოფელი მოპყრობა, როდესაც საკუთარ მიწაზე ვერ გადაადგილდები და მთელ დროს საპასპორტოში კარგავ, უნდობლობას იწვევს ხელისუფლების მიმართ”.

13603703_1568046113491101_7859441047874080096_o

13584961_1568046443491068_1916843146977321978_o

13585059_1568046763491036_449295169911756813_o

მასალების გადაბეჭდვის წესი