ახალი ამბები

შსს: თბილისში ძლიერი წვიმის გამო სარდაფები დაიტბორა, მობილიზებული არიან მაშველები

30 ივნისი, 2016 • 1909
შსს: თბილისში ძლიერი წვიმის გამო სარდაფები დაიტბორა, მობილიზებული არიან მაშველები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაფიქსირდა სარდაფების დატბორვისა და ხეების წაქცევის შემთხვევები.

“მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ მეხანძრე-მაშველები, უკვე ჩართულები არიან.. არის სარდაფების დატბორვისა და ხეების წაქცევის შემთხვევები. ჭრიან წაქცეულ ხეებს [მაშველები] და მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას,”- განუცხადეს ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს თითქმის მთელ საქართველოში წვიმიანი ამინდია. მათივე ინფორმაციით, წვიმა თბილისში მთელი კვირს განმავლობაში შენარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი