ახალი ამბები

ივანიშვილის პრესსამსახური: ძალიან მალე შეიქმნება პარტია და შედგება კოალიცია

1 თებერვალი, 2012 • • 985
ივანიშვილის პრესსამსახური: ძალიან მალე შეიქმნება პარტია და შედგება კოალიცია

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი “ნეტგაზეთთან” კომენტარში აღნიშნავს, რომ რეგიონებში “ქართული ოცნების” ფილიალების გახსნა  ივანიშვილი პარტიის შექმნის კვალდაკვალ დაიწყება.

“ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ ის, რომ პარტიასთან ერთად დაიწყება “ქართული ოცნების” ოფისების გახსნა რეგიონებში. ახლა მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, თუ რა ფორმით, რა სახით მოხდება ეს.  მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხანში, როგორც კი შეიქმნება პარტია და შეიქმნება კოალიცია, დაიწყება რეგიონებში ოფისების გახსნა. ეს არ დაიმალება, ძალიან მალე შეიქმნება პარტია და შედგება კოალიცია,”– აღნიშნა ყანდიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი