ახალი ამბები

AP: ჰილარი კლინტონმა მიიღო დელეგატების საკმარისი ხმა, რათა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

7 ივნისი, 2016 • 1505
AP: ჰილარი კლინტონმა მიიღო დელეგატების საკმარისი ხმა, რათა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი იქნება, მას დელეგატების საკმარისი რაოდენობა უჭერს მხარს – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

Associated Press-მა დათვალა იმ დელეგატების რაოდენობა, რომლებიც კლინტონს მხარს უჭერს. ასევე ჩაატარა კვლევა პარტიის “სუპერდელეგატებს” შორის, რამაც აჩვენა, რომ რომ კლინტონი აგროვებს დელეტაგთა საკმარის რაოდენობას, რათა გახდეს დემოკრატების კანდიდატი.

თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, კლინტონის კონკურენტმა, დემოკრატმა ბერნი სანდერსმა განაცხადა, რომ კლინტონს ჯერ არ მოუგია, ვინაიდან ეს გამოთვლა დამოკიდებული იყო “სუპერდელეგატების” ხმებზე, რომელთაც არ აქვთ უფლება მისცენ ხმა პარტიის კონვენციამდე, რომელიც ივლისში გაიმართება.

სუპერდელეგატები არიან პარტიის წევრები, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ კანდიდატებს, მაგრამ ოფიციალურად ხმას კონვენციამდე ვერ აძლევენ.

თუკი Associated Press-ის დათვლა დადასტურდა, ჰილარი კლინტონი დემოკრატების კანდიდატი გახდება. იგი 2008 წელსაც მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც დამარცხდა პრეზიდნტ ბარაკ ობამასთან პაექრობისას. ამის შემდეგ ობამამ მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესთავაზა, რომელიც კლინტონს 2013 წლამდე ეკავა. ჰილარი კლინტონი 2001-2009 წლებში იყო ამერიკის სენატორი და წარმოადგენდა ნიუ იორკის შტატს. 1999-2001 წლებში იყო აშშ-ის პირველი ლედი. 69 წლის პილარი ქლინთონი განათლებით იურისტია.

რაც შეეხება რესპუბლიკელების კანდიდატებს, Associated Press-ის ცნობით, 26 მაისს დონალდ ტრამპმა მოაგროვა დელეგატთა საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა იმისათვის, რათა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი