ახალი ამბები

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკოსები იმყოფებიან

2 ივლისი, 2021 • 1621
აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკოსები იმყოფებიან

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში პოლიტიკოსები იმყოფებიან. როგორც ნეტგაზეთს საელჩოში განუცხადეს, მიღება ელჩის რეზიდენციაში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმართება.

მათივე ცნობით, აშშ-ს ელჩთან მიღებაზე იმყოფებიან როგორ მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც “მთავარი არხის” კადრებში ჩანს, ელჩის რეზიდენციაში არიან: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და სხვები. მიღებაზე არიან ასევე ბიზნესმენები.

მათივე განცხადებით, კორონავირუსის პანმდემიის გამო წელს დამოუკიდებლობის დღეს საელჩო შედარებით მოკრძალებულად აღნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი