ახალი ამბები

კორძაია: მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარის სათანადოდ გამოძიება

22 მაისი, 2016 • 2125
კორძაია: მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარის სათანადოდ გამოძიება

საქართველოს პარლამენტის, რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია სოფელ კორცხელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტი სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებს. კორძაიას თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარზე პასუხისმეგებლი პირების სათანადოდ დასჯა მნიშვნელოვანია:

“ის, რაც დღეს მოხდა, არის სრულიად აღმაშფოთებელი. პოლიტიკური პარიტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ვნებს დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. ნებისმიერი პირი, რომელიც ვნებს ამ პროცესებს, აზარალებს მთლინად დემოკრატიას. მომხდარზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. მაშინ, როდესაც 2016 წლის არჩევნებები გვაქვს წინ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ისე, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სამართლიანობის განცდა. ამისი წინაპირობა იქნება ის, რომ ვინც დღეს ეს ჩაიდინა, მან კანონის წინაშე აგოს პასუხი. გამოძიების დაწყება არის კარგი, თუმცა სრულიად არასაკმაისი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმისი რწმენა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის მშვიდად და სამართლიან, თანასწორ გარემოში.

მე, როგორც პარტიის წარმომადგენელი, ისე ვსაუბრობ, მაგრამ ვკითხოთ ახლა მოქალაქეებს, როგორი მოლოდინი გაუჩნდებათ საპარლამენტო არჩევნების მიმართ? საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ მომავალი არჩევნები ჩაივლის სამართლიანად,” – აცხადებს თამარ კორძაია.

დღეს სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს- ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი