ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველო ზიკა ვირუსის გავრცელების რისკის ქვეშ

19 მაისი, 2016 • 1568
საქართველო ზიკა ვირუსის გავრცელების რისკის ქვეშ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ევროპაში ზიკა ვირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში ევროპა ახალი რისკების წინაშე დადგება. ვირუსის გავრცელების რისკები რეგიონების მიხედვით იცვლება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მაღალი რისკის მქონდე რეგიონში საქართველოც მოხვდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, დაავადების გადამტანი მწერების გავრცელების არეალში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო მოხვდა. მათ შორის, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილი და საქართველოც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მწერები ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში არიან გავრცელებულნი და მათი გავრცელების არეალს ალბანეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, საქართველო, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, მალტა, მონაკო, მონტენეგრო, რუმინეთი, სან მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, თურქეთი და ვატიკანი წარმოადგენს.

ადამაინებს ზიკა ვირუსი Aedes–ის გვარის ინფიცირებული კოღოების კბენის შედეგად გადაეცემათ. ამ ტიპის კოღოები ასევე ავრცელებენ სხვადასხვა ვირუსს, მათ შორის, ყვითელ ცხელებას. ვირუსი Aedes-ს ოჯახის მწერების რამდენიმე სახეობას გადააქვს, მათ შორის  A. aegypti, რომელმაც ამერიკის კონტინენტზე დაავადების გავრცელება გამოიწვია. მეორე სახეობაა  აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთში გავრცელებული A. albopictus, რომლის ევროპაში გავრცელების რისკიც არსებობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ვირუსის მატარებელი მწერის ნაკბენი ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის ანომალიას იწვევს. ახალშობილები მიკროცეფალიით იბადებიან. მიკროცეფალიას იწვევს ტვინის პათოლოგიური განვითარება მუცლად ყოფნის დროს ან ბავშვობის ეტაპზე. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ბრაზილიაში მსგავსი 1168 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი