ახალი ამბებისამართალი

რისთვის დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი და აქციის სხვა მონაწილეები

7 მაისი, 2016 • 1215
რისთვის დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი და აქციის სხვა მონაწილეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღევანდელ აქციაზე, რომელიც საზოგადოებრივმა გაერთიანებამ “ერთად” თბილისში ბიძინა ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ გამართა, დაკავებულია 6 პირი, მათ შორისაა თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი.

შსს-ს ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამას გარდა, დღევანდელ აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, კერძოდ, მანქანა.  ამ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ისინი ცდილობდნენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც უნდა აშენდეს პანორამა თბილისი, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. საპროტესტო აქცია ამჟამად ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი