ახალი ამბები

ხმალაძე: ვფიქრობთ, რომ ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელი წავა

14 აპრილი, 2016 • 1426
ხმალაძე: ვფიქრობთ, რომ ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელი წავა

“ვფიქრობთ, რომ ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელი იქნება,” – ეს განცხადება “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, თინა ხიდაშელის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა კითხვები არ გაჩნდეს:

“ჩვენ ვთქვით, რომ სადღაც აგვისტომდე ჩვენ ალბათ მოგვიწევს თანამდებობების დატოვება. მნიშვნელოვანია, ვარშავის სამიტზე იყოს თინა ხიდაშელი, რათა იქ გატანილი იყოს ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით და მონაწილეობით მომზადდა. ამიტომ მნიშვნელობა ექნება, რომ მან წარადგინოს ეს იქ, რათა რაიმე კითხვები არ გაჩნდეს ვარშავის სამიტის დროს. ”

ამ განცხადების მიუხედავად, ხმალაძე აცხადებს, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს:

“ამწუთას, აქ ერთმანეთს რომ დავშორდებით, ერთი საათის შემდეგ ცოცხლები ვიქნებით თუ არა, ამის გარანტია შეგიძლიათ მომცეთ? მე ვერ მოგცემთ ამ გარანტიას.”

ნატოს ვარშავის სამიტი 2016 წელს, ივლისის შუა რიცხვებში ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი