ახალი ამბები

TI: მივესალმებით პრემიერის გადაწყვეტილებას პრეზიდენტისთვის განკარგულების უკან დაბრუნებაზე

14 აპრილი, 2016 • 1295
TI: მივესალმებით პრემიერის გადაწყვეტილებას პრეზიდენტისთვის განკარგულების უკან დაბრუნებაზე

“მივესალმებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებთ, პრეზიდენტი გაიზიარებს მის შენიშვნებს” – აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით, მოტივირებული შენიშვნებით პრეზიდენტისთვის უკან დაებრუნებინა განკარგულება არჩევნების დანიშნვნის შესახებ.

“საქმე ეხება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს. კერძოდ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა ორი სამართლებრივი აქტი მთავრობას კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევიდოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღიც.

“იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას აქტის გამოქვეყნებას უკავშირებს და არა ძალაში შესვლას, შეიქმნა საფრთხე, რომ ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 6 თვით ადრე შევიდოდა, რასაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოყვებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან“ ერთად მოვუწოდეთ პრემიერმინისტრს, არ მოეხდინა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაცია და ეს განკარგულება პრეზიდენტს ივლისში გამოეცა,”- აღნიშნულია TI-ის განცხადებაში.

დღეს, 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნის.

კვირიკაშვილის განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად, სავარაუდოდ, გამოცხადდება 8 ივლისი და არა 8 აგვისტო, რაზეც იყო საუბარი პრეზიდენტის მიერ 6 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში. პრემიერი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რომ სამართლებრივი აქტში კამპანიის დაწყების თარღად სწორედ  8 ივლისი იყოს მითითებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი