ახალი ამბები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება

5 აპრილი, 2016 • 2032
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.

“მინდა ქართულ საზოგადოებას მოვახსენო, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დანიშნულია 8 ოქტომბერს. ამის თაობაზე კოტრასიგნაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალვე”- ამის შესახებ პრეზიდენტმა 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეს განცხადება პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პრეზიდენტის ბრიფინგი ავლაბრის რეზიდენციაში ჩატარდა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.

მასალების გადაბეჭდვის წესი