ახალი ამბები

პრეზიდენტის განკარგულება არჩევნების დანიშვნაზე ძალაში 8 აგვისტოს შევა

6 აპრილი, 2016 • 1530
პრეზიდენტის განკარგულება არჩევნების დანიშვნაზე ძალაში 8 აგვისტოს შევა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერმინისტრს უკვე გაეგზავნა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.

პრეზიდენტმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განცხადება 5 აპრილს გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ არჩევნების დანიშვნის თაობაზე კოტრასიგნაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია გაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი