ახალი ამბები

გოგორიშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნების მომენტიდან უნდა შევიდეს

24 მარტი, 2016 • 1622
გოგორიშვილი:  სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნების მომენტიდან უნდა შევიდეს

დღეს, 24 მარტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებზე  იმსჯელებს .

მოქმედი კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 15 დღეში ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხიედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღეში ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები მიუღებელია და საკონსტიტუციო სასამართოლოს გადაწყვეტილება გამოცხადებიდან უნდა ამოქმედდეს:

“თუ გავიხსენებთ უახლოეს წარსულს და დაუყონებლივ აღსრულებაზე რუსთავი 2-ის საქმეს, ეს ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, თუ რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს ცვლილებები. მათ ეშინიათ, უახლოეს პერიოდში რამე ისეთი არ მოხდეს, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლო ანალოგიურ გადაწყვეტილებს  მიიღებს. ”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი