ახალი ამბები

პრემიერი: ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს სამებაში ხანძრის შედეგების აღმოფხვრისთვის

21 მარტი, 2016 • 1681
პრემიერი: ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს სამებაში ხანძრის შედეგების აღმოფხვრისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში განთავსებული სტამბა დაათვალიერა და ხანძრის შედეგებს ადგილზე გაეცნო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტ ილია ნასიძის განმარტებით, ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გამოძიება მუშაობს ხანძრის მიზეზების დასადგენად. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, რათა ხანძრის შედეგები დროულად აღმოიფხვრას.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო სამსახური, მობილიზებულია დასუფთავების სამსახურის ბრიგადები”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო სამსახური, მობილიზებულია დასუფთავების სამსახურის ბრიგადები.

Posted by Giorgi Kvirikashvili on Monday, March 21, 2016

სამების ტაძრის პირველ სართულზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შენობიდან უკვე ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი