სამართალი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი ჩემია მოსამართლედ არ დანიშნა

14 ივლისი, 2016 • 1943
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი ჩემია მოსამართლედ არ დანიშნა

დღეს საქარველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოსამართლეთა მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მოსამართლის თანამდებობაზე არ დანიშნა სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი გიორგი ჩემია, რომელსაც მეორე ვადით სურდა მოსამართლეობა.

გიორგი ჩემიას განცხადება სამ კოლეგიაში ჰქოდა შეტანილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლოს და საგამოძიებო კოლეგიაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ჩემია საბჭომ ამ კოლეგებში არსებულ ვაკანსიებზე არ დაამტკიცა.

2002-2006 წლებში გიორგი ჩემია იყო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში;

2006-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2010 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი