ხელოვნება

ხელოვნება კედლისა და ფარდის გარეშე

21 ოქტომბერი, 2010 • • 1235
ხელოვნება  კედლისა და  ფარდის გარეშე

უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ღონისძიება “ფიროსმანთან შეხვედრა” იმართება. ქართულ-გერმანული საუბრები ხელოვნების ირგვლივ  ინსტიტუტის კაფეში 20   ოქტომბერს გაიხსნა და  ოთხი  დღის  განმავლობაში ყველას მიიღებს.

შეხვედრა # 1

(ჰელგა  და  ,,აქ’’)

ჰელგას წიგნს  ,,აქ’’   ჰქვია. წიგნიდან ყველაზე   საინტერესო მომენტი მისი მეგობრის მოგზაურობის  შესახებაა. შეკითხვას, რამდენად კარგად ვიცნობთ ჩვენი  ქვეყნის პრობლემებსა და  საზღვრებს, არა მხოლოდ გეოგრაფიულს, შინაგანსაც,   ჰელგას წინგის  ერთ-ერთი  თემაა. სხვა წიგნებიც აქვს.  კიდევ ორი.  ,, ლამარას წერილების’’ პრეზენტაცია მალე გაიმართება.  ეს არის  წიგნი გამოგონილი წერილებით  და  ისტორიული ფაქტებით. ჰელგა გერმანელია და  წერა მაშინ  დაიწყო, როცა სხვებმა  თავი დაანებეს: ,,ბერლინის კედლის დანგრევის მერე ბევრმა დაანება თავი  წერას, მე კი მაშინ დავიწყე .’’ კედელმა ჰელგასთვის   საზღვრის  როლი  ვერ  ითამაშა.  ოცდახუთი  წელია  ის  ქართველების რძალია . ჰელგა  გერმანელია,  გვარად კურცხალია.

შეხვედრა # 2

გონგი,  თავსაბურავი და ნაწყვეტი საყვარელი მწერლის  წიგნიდან  – ეს გერმანელი მწერლის გუდრუნ ლეემანის  პერფომანსისთვის  აუცილებელი ატრიბუტებია. დანიელ ჰანსი მისი  საყვარელი მწერალია, პერფომანსის  დროს  რომ  ინიღბებოდა. მისთვის მთავარი  არა თამაში, არამედ მაყურებელი იყო. კავშირები საქართველოსთან  გუდრუნ ლეემანს, დანიელ  ჰანსის  მსგავსად,  მუდამ აქვს. 

შეხვედრა # 3 

მხატვარი,  მწერალი, რეჟისორი – გავაგრძელო?   ეს თემო  ჯავახიშვილია. როცა  ცემენტით მუშაობდა,  მოკლე  წინადადებებს  აწერდა, ქვეტექსტებსაც.   ასე ჩამოყალიბდა თემო  ჯავახიშვილის მინიმალისტური პოეზია.

შეხვედრა # 4 

ქართულ-გერმანულად ამეტყველებული ანა კონძაია-სამადაშვილის შემოქმედება კაფეში  შეკრებილთათვის ყველაზე გასაგები  იყო. მან ჯერ  ქართულად, შემდეგ კი გერმანულად  წაიკითხა მოთხრობა  2008  წლის ,,მშვენიერ ომზე’’.

შეხვედრა # 5

საზღვრები და ომის  თემატიკა    წითელი დროშით,   ,,იმიტომ რომ სისხლი  წითელია’’ ,  დავით ჩიხლაძემ  განაგრძო.  მას აქვს თეატრი, ან როგორც  თავად ამ საკითხზე  საუბრისას აღნიშნა, შეიძლება ის  ანტითეატრიც იყოს.

შეხვედრა  20 ოქტომბრისთვის  ბოლო

 6-7  წლის წინათ ავსტრიაში პოეტურ ფესტივალში იღებდა მონაწილებას.   რამდენიმე საათით ადრე  გაიგო, რომ ლექსები გერმანულად უნდა წაეკითხა. ,, სხვა გზა არ  მქონდა, საშინელი იყო ის  რამდენიმე  საათი, როცა  ვსწავლობდი და ვიზუთხავდი.’’ ზვიად  რატიანმა  გერმანული არ იცის.  ამ ენის  მისეული ცოდნა შემოიფარგლება მხოლოდ  რამდენიმე  ფრაზითა და  იმ ლექსით, რომელიც გერმანელების საპატივცემულოდ ფესტივალზე  წაიკითხა

მწერლების   ყურადღება დღეს საზღვრებზე,  ომზე და იმ გარემოებებზე იყო გამახვილებული, რამაც  გერმანულ-ქართული ხელოვნება დააახლოვა.  ლიტერატურული ღონისძიება  გერმანულ- ქართულ  ენაზე მიმდინარეობდა. ენობრივ ბარიერს მსმენელებისთვის  ხელი არ შეუშლია. საუბარი ხომ   ხელოვნებას ეხებოდა, როგორც  ეს  ფიროსმანს  სურდა : დიდი  შენობა  ყველასთვის, ქალაქის ცენტრში, მაგიდა- ჭიქა  ჩაი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი