სამხრეთ კავკასიის ამბები

გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

16 თებერვალი, 2022 • 2058
გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

გენადი ბესტაევი, რომელიც საკუთარი სახლიდან გაიტაცეს, მოგვიანებით კი ცხინვალის საპყრობილეში ინსულტის მიღების შემდეგ ქართულ მხარეს გადასცეს, გარდაიცვალა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს ანტისაოკუპაციო მოძრაობის, „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ დაუდასტურა.

ბესტაევი საოკუპაციო ძალებმა საზღვრის კვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის ბრალდებით 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ინსულტი საპყრობილეში ყოფნისას, 2021 წლის 16 ნოემბერს მიიღო, შემდეგ კი თბილისში კომატოზურ მდგომარეობაში მკურნალობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი