კომენტარი

მინდა, გისურვოთ, რომ აირჩიოთ ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი — ლომჯარია პარლამენტს

7 ოქტომბერი, 2022 • 1896
მინდა, გისურვოთ, რომ აირჩიოთ ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი — ლომჯარია პარლამენტს

პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოსმენა დასრულდა. სხდომის დასასრულს, ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა კანონმდებლებსა და თავისი ოფისის თანამშრომლებს, შემდეგ კი დასძინა:

“მინდა, გისურვოთ, რომ აირჩიოთ ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი და ასევე ვისურვებდი, რომ ერთად გვეზეიმოს უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება”.

7 ოქტომბერს პარლამენტში ლომჯარიამ წარადგინა ანგარიში, რომელიც 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხება.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. თუმცა დღეს პარლამენტში 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. თუმცა მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

30 სექტემბერს ცნობილი გახდა იმ 19 ადამიანის სია, რომელთაც სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენა სურთ. შესაბამისი განცხადებებით მათ პარლამენტს მიმართეს.

ამავე თემაზე:

მინდა, დავამახსოვრდე ომბუდსმენად, რომელიც იცავდა სააკაშვილის და ნებისმიერის უფლებას – ლომჯარია

ელჩზე თავდასხმის ნაცვლად, წერილები EU-სთვის მიგეწერათ და სტატუსი მოგეთხოვათ – ლომჯარია ხუნდაძეს

„რას ერჩით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას?!“ — უმრავლესობის დეპუტატები ლომჯარიას

ისე წარმოაჩინეს დეპუტატებმა, თითქოს ომბუდსმენი ეკლესიას ებრძვის – ლომჯარია უმრავლესობაზე

პრემიერის განცხადებებმა თქვენც შეგარცხვინათ, მაგრამ მე გამოვხატე – ლომჯარია უმრავლესობას

მასალების გადაბეჭდვის წესი