ახალი ამბები

ისე წარმოაჩინეს დეპუტატებმა, თითქოს ომბუდსმენი ეკლესიას ებრძვის – ლომჯარია უმრავლესობაზე

7 ოქტომბერი, 2022 • 1001
ისე წარმოაჩინეს დეპუტატებმა, თითქოს ომბუდსმენი ეკლესიას ებრძვის – ლომჯარია უმრავლესობაზე

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ სახალხო დამცველი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის.

ამის შესახებ მან დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

ომბუდსმენის მოსმენისას უმრავლესობის წევრების კრიტიკის ობიექტი სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი გახდა, რომლითაც  2020 წელს მიღებული კანონი გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

დღევანდელ სხდომაზე კი სახალხო დამცველის სარჩელი მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

სწორედ ამ კონტექსტში დასვეს კითხვა როგორც „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა, ისე „ოცნებიდან“ წასულმა, მაგრამ უმრავლესობაში დარჩენილმა გურამ მაჭარაშვილმაც.

ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს განუმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით არა მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიმართა და მის მიერ მიღებული კანონი გაასაჩივრა.

„ისე წარმოაჩინეს დეპუტატებმა, რომ თითქოს სახალხო დამცველი ებრძვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ასევე აქ არასწორად ითქვა, რომ სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ეს სამართლებრივად არასწორია იმიტომ, რომ სარჩელი შეტანილი იქნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. შესაბამისად, მეორე მხარე ამ საქმეში არის პარლამენტი.

ასევე, პატივცემულო დეპუტატებო, განგიმარტავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიურ საქმეებზე რამდენიმე წლის წინ აქვს უკვე ორი გადაწყვეტილება მიღებული და ორივე საქმე დააკმაყოფილა და საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით თქვა, მთელი რიგი საკანონმდებლო ნომრები, რომელიც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს უპირატესობებს და პრივილეგიებს, საგადასახადო თუ პრივატიზების მიმართულებით და ამით სარგებლობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს არ შეუძლია, ეს არის არაკონსტიტუციური და, შესაბამისად, რამდენიმე ნორმის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა.

ამიტომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს ანალოგიურ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები“, – განმარტა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარია უმრავლესობის წევრებს ისიც განუმარტა, რომ სახალხო დამცველს აქვს უნიკალური მანდატი და შეუძლია კონკრეტული ნორმატიული აქტი გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში მაშინაც კი, როცა დაზარალებული არ არის.


დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ, რომელიც 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხება.

ომბუდსმენის მოსმენისას უმრავლესობის წევრების კრიტიკის ობიექტი სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი გახდა, რომლითაც მან 2020 წელს მიღებული კანონი გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ქვეყანაში თანასწორობის უფლებას არღვევს და სწორედ ამიტომ, მისი გაუქმება მოითხოვა.

დღევანდელ სხდომაზე კი სახალხო დამცველის სარჩელი მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

სწორედ ამ კონტექსტში დასვეს კითხვა როგორც „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა, ისე „ოცნებიდან“ წასულმა, მაგრამ უმრავლესობაში დარჩენილმა გურამ მაჭარაშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი