კომენტარისაზოგადოება

წოწერია – 51.631%, მელია – 48.369% — უბნების 100%-ის წინასწარი შედეგები

31 ოქტომბერი, 2021 • 2648
წოწერია – 51.631%, მელია – 48.369% — უბნების 100%-ის წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მამუკა წოწერია ხმათა  51.631%-ით იმარჯვებს.

მისი კონკურენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანზორ მელიას კი წინასწარი მონაცემებით ხმათა 48.369% მიიღო.

უბნების 100%-ის წინასწარი შედეგებით, წოწერიამ მეორე ტურში 27607 ხმა მიიღო, რაც პირველ ტურში მის მიერ მიღბულ ხმებზე 6 600-ით მეტია („ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველ ტურში 21 007 ხმა მიიღო) . რაც შეეხება ანზორ მელიას, ენმ-ის კანდიდატმა 25863 ხმა მიიღო, რაც წინა ტურში მის შედეგზე 1 929 ხმით მეტია (მელიამ პირველ ტურში 23 934 ხმა მიიღო).

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი