კომენტარი

შტაბებში ყოფნა დეზერტირობაა, ყველანი უბნებზე- მელია

30 ოქტომბერი, 2021 •
შტაბებში ყოფნა დეზერტირობაა, ყველანი უბნებზე- მელია

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ყველას მოუწოდა საარჩევნო უბნებში ხმების დაცვისკენ. 

“მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც დღეს არჩევანი გააკეთეს კოალიციის სასარგებლოდ, ცვლილებების სასარგებლოდ, მრავალფეროვნების სასარგებლოდ..  ამ ძალადობის ფონზე, როცა ყველა დიდ ქალაქში ოპოზიცია იმარჯვებს, წარმოგიდგენიათ, რომ არა კანონიერი ქურდები, პროკურორები… რამხელა იქნებოდა სხვაობა?”, – განაცხადა ნიკა მელიამ და ოპოზიციის მხარდამჭერებს და ლიდერებს საარჩევნო უბნებზე ხმის დაცვისკენ მოუწოდა: 

“ახლა მინდა მივმართო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს – ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მათ წარმომადგენლებს უბნებზე, ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის.  ვისაც აქვს აკრედიტაცია, უნდა შევიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან. მე, როგორც კანდიდატს, მეკრძალება, მაგრამ ახლა რეალურად დეზერტირობაა საარჩევნო შტაბებში ყოფნა. იქ უნდა ვიყოთ”, – განაცხადა მელიამ და დასძინა: 

“შეუძლებელია, კალაძე, კობახიძე და სხვები ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათ მხარდაჭერა აღარ აქვთ. ფულის შრიალი არ მიხსენებია, ხომ, ამდენი ხანია? პასპორტების ჩამორთმევა, არაფერი არ გყოფნით”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი