კომენტარი

ხუდონჰესის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა

15 თებერვალი, 2014 • 1610
ხუდონჰესის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა

2. ექსპლუატაციის ეტაპზე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის (სულ მცირე, პირველი 10 წელი) 19.224 მილიონ ლარს, ნაცვლად ანგარიშში მოცემული 22.7 მილიონი ლარისა.

 

 

 3. მშენებლობის დაწყებიდან მინიმუმ 20 წელი ხუდონი მოგების გადასახადს საერთოდ არ გადაიხდის;

 

4. ინვესტორის მტკიცებით, ყოველწლიურად 200 მილიონი დოლარის ინვესტირება 1.1%-ით გაზრდის ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებელს, ვინაიდან დროის რაღაც პერიოდში განხორციელებულმა 1-მილიარდიანმა ინვესტიციამ გამოიწვია 5.5%-იანი ზრდა, – მსგავსი პირდაპირი კორელაცია ინვესტიციებსა და მშპ-ს ზრდას შორის არ არსებობს.

 

5. არ არის დაანგარიშებული და გაანალიზებული პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული მთლიანი სარგებლის დღევანდელი ღირებულება (Present Value);

 

6. იმ შემთხვევაში, თუ ხუდონის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია  დეფიციტის დაფარვის მიზნით დარჩება საქართველოში იმ ტარიფად, რაც განისაზღვრა ხელშეკრულებაში (9.5 თეთრი), ის უცილობლად გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას;

 

7. ხუდონის ტარიფი  (დაახ. 1 კვტ/სთ – 10 თეთრი) 9-ჯერ აღემატება ჟინვალჰესის ტარიფს (1 კვტ/სთ – 1.48 თეთრი);

 

8. ხუდონის ტარიფი  (დაახ. 1 კვტ/სთ – 10 თეთრი) 9-ჯერ აღემატება ენგურჰესის ტარიფს (1 კვტ/სთ – 1.48 თეთრი);

 

9. ხუდონის ტარიფი  (დაახ. 1 კვტ/სთ – 10 თეთრი) აღემატება ჯიფაუერის საკუთრებაში არსებული გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტარიფს  (8.48თეთრი);

 

10. თუ ხუდონჰესი აშენდა, იგი საქართველოს ენერგოსისტემას მიაწოდებს მხოლოდ 4 დღის საკმარის ელექტროენერგიას;

 

11. ხუდონჰესის მიერ მოწოდებული 4 დღის საკმარისი ელექტროენერგია ენერგოდამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.

 

12. ენერგოდეფიციტს 133.9 მლნ კვტ/სთ ვერ დაფარავს.

 

13. ხუდონჰესის გამო სახელმწიფომ ინვესტორს 650 მილიონი ლარის ქონება ისე აჩუქა, რომ წილიც არ მოუთხოვია;

 

14. შეუძლებელია საშემოსავლო გადასახადი შეადგენდეს 21.53 მილიონ ლარს, როგორც ეს გზშანგარიშში არის წარმოდგენილი. მოცემული ოდენობის საშემოსავლო გადასახადის გადახდა შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ყოველწლიური სახელფასო ფონდი  დაახლოებით 107.65  მილიონი ლარი იქნებოდა, რაც 6 წლის განმავლობაში (მშენებლობის ხანგრძლივობა) შეადგენს 646 მილიონ ლარს და მთლიანი განსახორციელებელი ინვესტიციის 33.6%-ია. ეს კი წარმოუდგენელია ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტისათვის. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ინვესტორი ჰესს კი არ აშენებს, არამედ მხოლოდ ხელფასებს იხდის, რაც აბსურდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი