ახალი ამბები

ვოლკერი: ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას საქართველოსთვის

5 დეკემბერი, 2015 • 1743
ვოლკერი: ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას საქართველოსთვის

აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ამერიკის ხმასთან საუბარში განმარტავს, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის მონტენეგროს ნატოში მიწვევა.

“საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას ნატოსთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს, მას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მას არ აქვს მაპი, მაგრამ აქვს მისი ექვივალენტი – ნატო-საქართველოს კომისია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატოს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. ამავდროულად, ნატოს ძალიან აშფოთებს რუსეთი, ჩვენ ვხედავთ “გაუყინავ” კონფლიქტებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას,” – განაცხადა ვოლკერმა.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს ნატოს მინისტერიალზე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრ ქვეყანად მიიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი