დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] თანამშრომელთა ნაწილი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც უწყების 114 თანამშრომელი აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ ცენტრის ჩამოყალიბება, განვითარება და ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება სწორედ დასავლური დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.
“ჩვენ, როგორც ცენტრის წარმომადგენლები, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ იშურებს, შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.
წლების განმავლობაში სწორედ დასავლური, ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა ცენტრი, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, საფუძველი ჩაეყარა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შექმნას, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულების განვითარებას, რაც განსაკუთრებით ეფექტური იყო COVID-19 პანდემიისას, უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვას და მრავალი სხვა.
2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას. მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების და დასავლური ღირებულებების ერთგული!”, – წერია NCDC-ს თანამშრომელთა განცხადებაში.
ამავე თემაზე:
„ოცნების“ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებიც აკრიტიკებენ
“მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს” – SDA-ის თანამშრომლები “ოცნების” გადაწყვეტილებაზე
განათლების სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი აკრიტიკებს “ოცნების” გადაწყვეტილებას
გაუმართლებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება – თსუ-ს პროფესორთა ნაწილი
NCDC-ს განცხადებას ხელს აწერენ: