დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ ილონ მასკის მამა, ეროლ მასკი, აფხაზეთში პირველი კრეატიული კვირეულის ღონისძიებებზე მიიწვია. ამის შესახებ კოვემ Telegram-არხზე დაწერა.

შეხვედრა უფაში, ფესტივალ-ფორუმის „რუსული კრეატიული კვირეული ევრაზია“ ფარგლებში გაიმართა.

აფხაზეთში „კრეატიული კვირეულის“ ჩატარების გადაწყვეტილება 2026 წლის აპრილში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (АМЭФ-2026) ფარგლებში მიიღეს. ღონისძიება მომავალი წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.