2024 წლის 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ჰონგ კონგში უვიზოდ ზედიზედ 30 დღე დაყონ.
„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
