პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი გუნდისა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო გაერთიანების საკითხის განსახილველად კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „რაღაც დრო ითხოვა“.
„მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. შემიძლია გითხრათ, ჩემი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი ნათელია. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო. როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები… როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც გადაიდო [პროცესი]“, – უთხრა ჟურნალისტებს ექსპრემიერმა.